LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ალბათ, უკეთესი არ არსებობს, საუკეთესო მეგობარია“ – როგორი მამა და მეუღლეა თედო ბექაური

1843
ing

მსახიობი თედო ბექაური საზოგადოებამ 2009 წლის ფილმში, „გაღმა ნაპირში“ შესრულებული როლით გაიცნო, მრავალი წლის შემდეგ კი მაყურებლის წინაშე უკვე მოცეკვავის ამპლუაში წარდგა და დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ თითოეულ ეპიზოდში თედო გულშემატკივრების გაოცებას არ წყვეტს და ყველა დავალებას შესანიშნავად ართმევს თავს.

ვიდეო: თედო ბექაურის და ანა ბირთველიშვილის „ქუიქსტეპი“, რომელიც ჟიურიმ სეზონის ერთ ერთ საუკეთესო ნომრად დაასახელა

პროექტის ერთ-ერთ ეპიზოდში თედოს მეუღლემ მის შესახებ ისაუბრა.

„ჩემი ცხოვრების ორი მთავარი ადამიანი“ – თედო ბექაური ოჯახთან ერთად უთბილეს კადრებს გვიზიარებს 

„ოჯახურ საქმეებში მეხმარება, ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაინც ჩემი გასაკეთებელია, მაგრამ შეძლებისდაგვარად მეხმარება.

ისეთი მამაა, შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ, უკეთესი არ არსებობს, არა მხოლოდ მამა, ბავშვის საუკეთესო მეგობარია, მასთან ერთად დახტის, ჭიდაობს, ყველაფერს აკეთებს, რაც შეიძლება მამამ გააკეთოს. როდესაც სცენაზე ვხედავ, სიამაყის განცდა მაქვს“,- აღნიშნავს თედო ბექაურის მეუღლე.

„ძალიან მიდგას გვერდში, სახლში დაღლილი რომ მივდივარ, მაქსიმალურად ცდილობს, ყველაფერში გვერდში დამიდგეს. ყოფილა დღეები, ძალიან ცუდ ხასიათზე მივსულვარ სახლში, ყველაფერს ცდილობს, კარგ ხასიათზე დამაყენოს“, – ამბობს თედო ბექაური.

ვიდეო: თედო ბექაურის და ანა ბირთვალიშვილის ულამაზესად შესრულებული „ვენური ვალსი“ და ჟიურის უმაღლესი შეფასება

კითხვაზე, „როგორ შეცვალა მამობამ“, თედო აღნიშნავს:

„მამობა პირველ რიგში, საპასუხისმგებლოა, არ უნდა ჩამოვარდე იმ დონიდან, რომ მამა ხარ, მაგრამ ზოგჯერ უნდა დაეშვა დაბლა, რომ ბავშვს არა მხოლოდ მამობა, არამედ კარგი მეგობრობა გაუწიო, ბავშვს შენი არ უნდა ეშინოდეს“, – ამბობს თედო ბექაური.

ვიდეო: „თენდება, თენდება“ – თედო ბექაურის და ნუცა თოფურიას მორიგი დუეუტი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g