LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ალეკო თეთრაშვილს მეგობრები იხსენებენ: „ასეთი მამა, მოქალაქე და არტისტი გამოგვაკლდა…“

310
ალეკო თეთრაშვილი

„პოსტალიონის“ ეთერს ალეკო თეთრაშვილის მეგობრები ესტუმრნენ და ახლახან გარდაცვლილი მსახიობი თბილად და ემოციურად გაიხსენეს.

ლევან ლელაშვილმა აღნიშნა, რომ „პა-სეანსი“ უცებ გახდა პოპულარული: „ეს გზა ერთად გავიარეთ, პირველი იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სხვა იყო… ქუჩიდან გვიტაცებდნენ, დღეს ჩვენთან წამოდით და დღეს ჩვენთანო. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ორი თვე დავდიოდით, ავტობუსში გვეძინა და გვეღვიძა ერთად. ჩვენმა რეჟისორმა მამუკა ღლონტმა სწორად დაიჭირა ალეკოს ტიპაჟი, ასე დავარქმევდი, მაღალი, სერიოზული ხმით და უწერდა სპეციალურ ტექსტებს. ალეკოსა და ცუცას განსხვავებული დუეტი განსხვავებული იყო… მეგობრის მამა გარდაიცვალა და შევედით პანაშვიდზე, წინ მიჰყვებოდა ცუცა, უკან ალეკო, ატყდა ხარხარი. კონცერტი გვქონდა, ბოლნისში ოჯახებში გაგვამწესეს, ღამე ვიქეიფეთ და დილას ნაბახუსევზე გამოსვლა შემოგვთავაზეს. გამოვიქეცით კონცერტზე ისე, რომ ყანწი არ დაგვილევია. გავიხედეთ და ეს ტიპი ყანწით არ მოვიდა? მიაწოდა სცენაზე. არ დაიბნა ალეკო, მოარგო სიტუაციას, თემას და დალია… არაჩვეულებრივი მამა იყო, მისი შვილები ბრწყინვალე ბიჭები არიან, თავიანთი ოჯახებით. ასეთი მამა, მოქალაქე და არტისტი გამოგვაკლდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g