LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრა პაიჭაძემ დათო კოდუასგან ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი გამოაჩინა

19765
paijadze

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარჯვენა ხელზე ულამაზესი ბეჭედი უკეთია, სავარაუდოდ ნიშნობის, ვინაიდან ის და დათო კოდუა მალე დაქორწინებას აპირებენ. წყვილი შვილს ელოდება. ალექსანდრას და დათოს გოგონა მალე გაჩნდება.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მოდელმა რჩეულის ვინაობა გაამჟღავნა, ის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. თავიდან კრიტიკოსებს პასუხობდა, ახლა კი ცდილობს, სიმშვიდე შეინარჩუნოს. მან თავისი ბოლოდროინდელი გამონათქვამების გამო ბოდიშიც მოუხადა ქალბატონებს.

მისი და დათო კოდუას ურთიერთობის შესახებ უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა. კოდუა პირველ მეუღლეს დაშორდა და აპირებს, რომ თავისი ცხოვრება ალექსანდრა პაიჭაძეს დაუკავშიროს. ალექსანდრამ უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაქორწინებას აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g