სოფო ნიჟარაძე გადაცემა „პირველი სტუდიის“ სტუმარია.
მომღერალმა უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის მისი შვილის ალისკა სააკაშვილის მამასთან, მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე.
ვიდეო: „ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი, ალბათ, მიშასთან შეხვედრა იყო“ – სოფო ნიჟარაძის გულახდილი ინტერვიუ
მომღერალი სოფო ნიჟარაძე დიდი ხანია ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებს. საზოგადოებას მისი გულახდილი ინტერვიუ რამდენიმე წელია არ უნახავს.
სოფო ნიჟარაძე ამბობს, რომ პატარა ალისკა მამას ძალიან ჰგავს:
„ხასიათით მამამისია ზუსტად, მე საერთოდ არ მგავს. არის ძალიან სულსწრაფი, ყველაფერი ჩქარა რომ უნდა, ძალიან ენერგიული, ცელქი. მე ვიყავი ბავშვობაშიც კი სერიოზული, მშვიდი გაწონასწორებული. უბრალოდ შემდეგ ჩემი პროფესიის გამო ბევრი რამ ვისწავლე და სხვანაირიც მომიწია, რომ გავმხდარიყავი. ალისკა სულ სხვანაირია, სიარულითაც და მანერებითაც ძალიან ჰგავს მიშას“, – ამბობს სოფო ნიჟარაძე.
ვიდეო: „გეწყინა, მერე რა“ – ალისკა სააკაშვილი ცნობილ ტრენდულ სიმღერას მღერის
ფოტო: „უტკბილესები და ულამაზესები ხართ“ – სოფო ნიჟარაძე ანტალიიდან ახალ კადრებს გვიზიარებს
