ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომელმაც დღეს უცნობი ქალის მიერ გაგზავნილი წერილი გაგვიზიარა, სადაც გაშვილებული ბავშვის შესახებ იყო საუბარი, ამბობს, რომ კრავაის აღმზრდელი დედა გამოეხმაურა.
როგორც თამუნა ამბობს, აღმზრდელ დედას ბიოლოგიურ დედასთან დაკავშირება სურს, თუმცა თვითონ კრავაი მზად არ არის ამისთვის.
იხილეთ ნაწყვეტი უცნობი ქალის წერილიდან:
„გამარჯობა, ბავშვთა სახლში ჩავაბარე გოგონა, ლამაზი და ჯანმრთელი. სვანი ვარ, შვილი ქორწინების გარეშე გავაჩინე და სიკვდილს გამოვგლიჯე ხელიდან. მამაჩემმა სანადირო თოფი მიადო თავზე და რომ არა ჩემი ძმა არ ვიცი რა მოხდებოდა, მზარავს. გამოვიქეცი, მამამ და მამის ოჯახმა უარი თქვა, ნაბიჭვარი არ გვჭირდებაო. მიპოვნეს და ძალიან მცემეს, მამიდამ გადაგვარჩინა და გვმალავდა, თუმცა მაინც გვიპოვნეს. დაიბადე 1998 წლის პირველ აპრილს. სიკვდილი გამოვიარე, როდესაც იმ დაწყევლილ ადგილას ვიდექი და უნდა მიმეტოვებინე. დაგტოვე, რადგან თუ გიპოვნიდნენ მოგკლავდნენ. მაშინ როცა შენ ტიტინებდი, ყველაფერი გაინტერესებდა და გიყვარდი. მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს თუ ყოველ წუთს შენზე არ მეფიქროს. მახსოვს შენი სუნი ყველაფერს ვფიცავარ და შენი ყოველი ნაკვთი…“, – ვკითხულობთ წერილში.