ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე ანი ჯავახი ორსულადაა. დღეს მან ბავშვის სქესის გაგების ცერემონია გამართა და საკუთარ გამომწერებს ულამაზესი კადრები გაუზიარა.
როგორც ვიდეოდან ირკვევა, ანი ჯავახი და რატი გუნცაძე ბიჭს ელოდებიან.
წყვილი ძალიან ბედნიერი და გახარებულია, მათ სიხარულს კი ახლობლები/მეგობრები იზიარებენ.
“არ მჯერა საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში”, – წერს ანი ჯავახი ვიდეოზე.
ვიდეოს ბევრი თბილი კომენტარი აქვს: “ბევრი სიყვარული თქვენ…სულ ბედნიერები იყავით…ბედნიერები იყავით პატარა ბიჭუკასთან ერთად”, – ვკითხულობთ კომენტარებში.
შეგახსენებთ, რომ ანი ჯავახი ჰიპ-ჰოპის პროფესიონალი მოცეკვავეა და საკუთარი სტუდია აქვს, სადაც ბავშვებს ცეკვას ასწავლის.
ამავე თემაზე:
ანი ჯავახი: „ყველაზე დიდი მიღწევა იყო ის, რომ ბიონსეს ქორეოგრაფმა ამიყვანა ასისტენტად…“