„ანრი ოხანაშვილს ვუთხარი, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზე კიდიათქო“, – ამის შესახებ განცხადებას „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში აკეთებს.
მისი განცხადებით, „ლექსო ლაშქარავას სიკვდილი, ირაკლი ღარიბაშვილის და პარლამენტის კისერზეა“.
“ოხანაშვილი ჩვენი ქვეყნის სირცხვილია” – ვატო წერეთელი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
„მოდიოდა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების წლისთავი. ანრი ოხანაშვილს ვუთხარი, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზე კიდიათქო. მართლაც ამ ძალიან მაგარი ბიჭის სიკვდილი, რომელიც თავისუფლების სიმბოლოდ იქცა, ირაკლი ღარიბაშვილის და პარლამენტის კისერზეა“ – აღნიშნა მან.
ანრი ოხანაშვილი: ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი