სოსო ლაღიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „თბილისი რიტმი“ გუშინ ბრაზილიელი მუსიკოსის, ჰამილტონ დე ჰოლანდას ტრიოს არაჩვეულებრივი კონცერტი დაიხურა. ჰოლანდას ტრიომ ანტონიო კარლოს ჟობიმის ცნობილი მელოდიების საკუთარი მუსიკალური პერიფრაზი შემოგვთავაზა და მსმენელი ახალი ალბომიდან საკუთარი კომპოზიციებითაც დაატკბო.
იუჰუუუუუ ❤️❤️❤️❤️ჰამილტონ დე ჰოლანდა Ani Lagidze
Posted by Nino Murgulia on Wednesday, 28 June 2023
ჰამილტონ დე ჰოლანდას პროფესიონალური ტრიოს სცენაზე გამოჩენამდე კი „თბილისი რიტმის“ ბოლო დღის ღონისძიება ანსამბლმა „იბერმა“ გახსნა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ 11 წლიანი არსებობის განმავლობაში ანსამბლ „იბერს“, რომელიც მომღერალმა ბუბა მურღულიამ დააფუძნა, საქართველოში კონცერტი არასდროს გაუმართავს და სულ საზღვრებს გარეთ მოღვაწეობდა. ამ 11 წლის განმავლობაში აშშ-დან დაწყებული ავსტრალიით დასრულებული, ქართული ტრადიციული ჰანგები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში „ჩაიტანეს“ და გააცნეს მსმენელს.
„იბერის“ გამოსვლა სავსე იყო საინტერესო სიურპრიზებით. ხალხური მრავალხმიანობის საინტერესო და ცნობილი ნიმუშები „იბერმა“ საკუთარი ხელწერით წარადგინა.
იბერის პირველი გამოსვლა ქართველი მსმენელის წინაშე ❤️❤️❤️?
Posted by Nino Murgulia on Wednesday, 28 June 2023
სცენაზე ანსამბლის წევრებთან ერთად გამოჩნდნენ „იბერის“ დამფუძნებლის ქალიშვილები, ტელეწამყვანი მანუ მურღულია, რომელმაც მამასთან ერთად მეგრული სიმღერა შეასრულა და ასევე ნატალი მურღულია, რომელმაც ანსამბლის წევრთან ერთად აჭარული იცეკვა.
„იბერის“ გამოსვლა დასრულდა დიდი სიურპრიზით. ჰამილტონ დე ჰოლანდა ანსამბლთან ერთად წარდგა მაყურებლის წინაშე და ექსპრომტად შეასრულა ცნობილი ქართული სიმღერა „ყოველ სნეულებაზე“.
Posted by Nino Murgulia on Wednesday, 28 June 2023