LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Apple–მა თავისი Apple Watch–ისთვის მაჯის კამერა შექმნა

154
aplenews2012

Apple Watch–ის სამაჯურზე, რომელიც წინა და უკანა კამერითაა აღჭურვილი, კომპანია მთელი 4 წლის განმავლობაში მუშაობდა. შედეგად შეიქმნა პროდუქტი, რომელსაც 8 მეგაპიქსელიანი კამერა, 4K რეზოლუცია და სპეციალურად სელფის გადასაღები 2–მეგაპიქსელიანი კამერა აქვს. Apple ირწმუნება, რომ მაჯის საათის გამოყენებით ლაივ სტრიმების გაშვებაცაა შესაძლებელი.

თუმცა, სავარაუდოდ ეს კამერები iPhone–ის კამერებს ვერ შეცვლის და უბრალოდ დამხმარე ტექნიკად დარჩება. კომპანიამ მაჯის კამერით გადაღებული რამდენიმე კადრი გაავრცელა და მათი ხარისხი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ნორმალურია.

მაჯის კამერა აღჭურვილია საკმაოდ მძლავრი ელემენტით, რომელსაც მუშაობა თითქმის მთელი დღის განმავლობაში შეუძლია. გადაღებული ფოტოების და ვიდეოების სმარტფონში გადასატანად კი მხოლოდ  ღილაკისთვის თითის დაჭერაა საჭირო. თავად მოწყობილობას კონტენტის შესანახად 8 GB მეხსიერება აქვს.

სიახლე რამდენიმე ფერში იქნება ხელმისაწვდომი და მისი წონა სულ რამდენიმე გრამია. Apple–ის აღმასრულებელი დირექტორის არი როისმანის თქმით, მაჯის კამერას სმარტფონში ფოტოს სინქრონიზაციისთვის ზუსტად 20 წამი სჭირდება.

როისმანმა ისიც დაამატა, რომ კამერის შემუშავება დროში ძალიან გაიწელა, რადგან დიზაინერები ვიზუალზე ბევრს მუშობდნენ. გაჯეტის ღირებულება 299 დოლარი იქნება და პირველი დამკვეთები მას 2021 წლის მარტისთვის მიიღებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g