ცნობილი მოგზაური სოსო ნებიერიძე „კაცმანის პოდკასტში“ ბავშვობას იხსენებს და ემოციურ ამბავს გვიყვება.
როგორც ბლოგერი საუბრობს, მდიდარ ოჯახში არ გაზრდილა და გაჭირვება მისთვის უცხო არ არის.
„ჩემი მთავარი მიზანი გახდა მქონოდა საკუთარი შემოსავალი. არ გავზრდილვარ მდიდარ ოჯახში გვიჭირდა და ამიტომ მიზნად დავისახე, რომ ჩემი შემოსავალი მქონოდა, რომელსაც მოგზაურობაში დავხარჯავდი. 15-16 წლის ასაკში დავიწყე ამაზე ფიქრი, ხოლო 17 წლის ასაკში უკვე მოქმედება.
მე, ჩემმა ძმა და ძმაკაცმა თიანეთში კაკალი ვიყიდეთ გლეხისგან ტომრებით, რომლებსაც ვამტვრევდით ჩვენ და შემდეგ დარჩეულ ნიგოზს ვაბარებდით, ხან რესტორნებში, ხან კი ბაზარში. ვიშოვეთ 2000-3000 ლარამდე თანხა, რაც იმ დროისთვის კარგი თანხა იყო.
ეს თანხა ისევ ჩავდეთ ამ ბიზნესში და 18 წლის, როცა გავხდი მამიდაჩემმა გადაწყვიტა მე და ჩემ ძმას დაგვხმარებოდა, რომ დაინახა ასე ვშრომობდით და გავხსენით საგალანტერიო მაღაზია შინაგანად ყოველთვის მინდოდა ბიზნესი მქონოდა“, – ამბობს სოსო ნებიერიძე.
ცნობისთვის, სოსო ნებიერიძეს ორი შვილი ჰყავს. უფროს ბიჭთან ერთად ის ბევრს მოგზაურობს. მისი ოცნებაა, მსოფლიოს მონახულება.
„მამას პრინცესა“ – მოგზაური სოსო ნებიერიძე შვილთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს ფოტოს გვიზიარებს
„ანიტა, შენს გამო მთებს გადავდგამ“ – მოგზაური სოსო ნებიერიძე გოგონას მამა გახდა
