დღეს, „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტთან დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად, მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან მოდიან. აღნიშნულის ამსახველ ვიდეომასალას სხვადსხვა მედიასაშუალება ავრცელებს.
მოქალაქეების ნაწილი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ისინი ქვყნის მხარდასაჭერ აქციაზე მიდიან, ნაწილი კი პასუხისგან თავს იკავებს:
„რუსული გაზი გინდათ, პური გინდათ და ეს [კანონი] არ გინდათ, არ არის ეს რუსული“, – ამბობს მოქალაქე „ფორმულასთან“.
„რუსული გაზი გინდათ, პური გინდათ და ეს არ გინდათ…“ — „ოცნების“ კონტრაქციის მონაწილე„რუსული გაზი გინდათ, პური გინდათ და ეს არ გინდათ…“ — „ოცნების“ კონტრაქციის მონაწილე
Posted by Formula • ფორმულა on ორშაბათი, 29 აპრილი, 2024
„არ გვინდა, რომ მამაკაცები გათხოვდნენ, მაგის წინააღმდეგი ვარ… ენჯეოებს უნდათ, კანონი მიიღონ – დემოგრაფია არ იქნება, თუ არ გავთხოვდებითო, ასე გვეუბებიან, რასაც ტელევიზიაში ვუსმენ, ასე ვიგებ“, – ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.
„ამ ქვეყანას ბოროტებისგან ვიცავთ, მინდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარდეს, დიდი განათლებული კაცი არ ვარ, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ გამჭვირვალობის კანონი მისაღებია“.
"არ გვინდა მამაკაცები გათხოვდნენ… ასე გვეუბნებიან" | ოზურგეთის საჯარო მოხელეები ამბობენ, რომ "ოცნების" აქციაზე "კაცების გათხოვებას აპროტესტებენ"
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ორშაბათი, 29 აპრილი, 2024
ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც მისი თქმით, სკოლის მასწავლებლია, ამბობს, რომ შეკრებაზე დასასწრებად იმიტომ ჩამოდის, რომ მთავრობის პოლიტიკას ეთანხმება.
კითხვაზე: „ევროპა ურჩევიათ, თუ რუსეთი“ – კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ „რუსეთი“.
"გასასეირნებლად მივდივარ" "ლოს -ანჟელესში" მივდივარ" | ქუთაისში მობილიზებული საჯარო მოხელეები"გასასეირნებლად მივდივარ" "ლოს -ანჟელესში" მივდივარ" | ქუთაისში მობილიზებული საჯარო მოხელეები
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ორშაბათი, 29 აპრილი, 2024
ცნობისათვის, „საყოველთაო სახალხო შეკრება“ დღეს იმართება. პარლამენტის წინ შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.
„ქართული ოცნები“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე სიტყვით გამოსვლები 20:00 საათიდან არის დაგეგმილი. გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები. რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.