თბილისში გამართულ ბრუნო მარსის კონცერტზე, რამდენიმე გოგონას ხელი სთხოვეს.
ერთ ერთი მათგანი იყო, სუხიშვილების სოლისტი ელენე ჩიტაშვილი. ელენეს ხელი თავისუფალი თეატრის მსახიობმა ოთო ლასხიშვილმა სთხოვა.
წყვილმა თავიანთ გეგმებსა და სიყვარულის ისტორიაზე გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ისაუბრა.
ელენე იხსენებს, რომ ემოციები ბოლომდე გამოხატა და არ დაკომპლექსებულა იმით, რომ ბევრი კამერა უღებდა.
ოთო კი ამბობს, რომ არც ერთი სიმღერა არ ახსოვს და არ მოუსმენია. მხოლოდ ის სიმღერა ახსოვდა, რომელ სიმღერაზეც ელენესთვის ხელი უნდა ეთხოვა.
„არაფერი მახსოვდა, დამახსოვრებული მქონდა იმ სიმღერის ტექსტი, რომელ სიმღერაზეც ხელი უნდა მეთხოვა და საბოლოოდ ელენეც გამოვახედეთ“. – იხსენებს ოთო.
წყვილმა გაიხსენა როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა.
„პანდემიის შემდეგ პირველი გასვლის უფლება მოგვცეს. ჩვენი მეგობრის ბინაში შევიკრიბეთ. ცოტა ნასვამი ვიყავი და რასაკვირველია, პირბადე არ მეკეთა. ელენეს კი ორი პირბადე ეკეთა. მივედი, ჩამოვწიე პირბადე და ვუთხარი, „რა კარგი გოგო ყოფილხარ – მეთქი“. ელენეს დიდი ხანი იგნორში ვყავდი“, – იხსენებს ოთო.
ელენე:
„ორ დღეში მივდივარ, ორი თვით“.
ოთო:
„თავიდანვე ვიცოდი, რომ ელენე სუხიშვილების მოცეკვავე იყო და რთული გრაფიკი რომ ექნებოდა. მე ის ასეთი შემიყვარდა. მეც მსახიობი ვარ და სულ დაკავებული ვარ. ამ შემთხვევაში ერთმანეთის კარგად გვესმის“. – ამბობს ოთო.
ელენე:
„კონცერტზე არ ველოდი ხელის თხოვნას.. ერთ კვირაში ორი თვით მივდიოდი“.
ოთო:
„მეორე დღეს იყო ელენეს დაბადების დღე და მინდოდა, ჩვენი დღე მისი დაბადების წინა დღეს ყოფილიყო“.