„დემეტრე მამას არ იცნობდა, ვიდრე თვითონ არ გახდა მამა. მამა რომ გახდა მერე დაინტერესდა, რომ ერთხელ მაინც თვალით ენახა მამამისი, მანამდე ნანახი არ ჰყავდა არსად“, – ამის შესახებ დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა „ტელეკომპანია პირველის” გადაცემაში „პირველი სტუდია განაცხადა.
თათა ვარდანაშვილის განცხადებით, მისი შვილის მამა მხატვარი დავით მაღრაძეა.
ვიდეო: „აუხდენელ ოცნებად დარჩა მონაზვნობა“ – თათა ვარდანაშვილი მონასტერში ცხოვრების შესახებ საუბრობს
„პოპულარული, კარგი მხატვარი დავით მაღრაძე არის ჩემი შვილის მამა. ჩემი ყოფილი მეუღლე.
თუ ვინმეს ახსოვს ჩვენი ურთიერთობა, ნიმუშად ჰქონდათ ჩვენი სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის ისტორია.
არ ვიცი, ოჯახი რატომ არ მაქვს…
დემეტრე რომ დაიბადა, ადამიანი ადგა, სახლიდან წავიდა და თვალით არ მინახავს.
დემეტრე მამას არ იცნობდა, ვიდრე თვითონ არ გახდა მამა. მამა რომ გახდა მერე დაინტერესდა, რომ ერთხელ მაინც თვალით ენახა მამამისი, მანამდე ნანახი არ ჰყავდა არსად“, – აცხადებს თათა ვარდანაშვილი.
