დიზაინერი თათა ვარდანაშვილი „ტელეკომპანია პირველის” გადაცემას „პირველი სტუდია“ სტუმრობდა, საკუთარ ცხოვრებაზე და დანაკარგებზე ისაუბრა.
„ჩემი ცხოვრება სულ დიდი დანაკლისებით არის სავსე… ყველაზე ძალიან ვინც მიყვარს, ვკარგავ, ყველაზე ძალიან რაც მიყვარს, ვკარგავ…
როგორც ჩემთვის თავის დროზე, პატარა ბავშვით ხელში მარტო დარჩენა იყო გაუგებარი ტრაგედია, როგორც ახალგაზრდა გოგოსთვის… რატომ დამენგრა ოჯახი დღემდე არ ვიცი… მიზეზი არ არსებობს. ისე ვერ ვხვდები, რატომ დაურიგეს ადამიანებს საკერავი მანქანები და მე რაც სახელმწიფოს სასარგებლოდ დავთმე, რატომ არ შეიძლებოდა რომ უკან დამიბრუნდეს მაგრამ, ეს ყველაფერი და ყველა შემდგომი ტრაგედია თუ არ მკლავს მაძლიერებს, რომ ახალ საფეხურზე გადავიდე… ყველაფერი რაც დავკარგე, დავკარგე იმისთვის, რომ სხვა სიყვარული შემეძინა“, – აცხადებს თათა ვარდანაშვილი.
ვიდეო: „აუხდენელ ოცნებად დარჩა მონაზვნობა“ – თათა ვარდანაშვილი მონასტერში ცხოვრების შესახებ საუბრობს
