აღარ მაქვს ილუზია, რომ უსამართლობა მხოლოდ გარკვეულ ბაბლს ეხება. ეს აღვირახსნილობა, ძალადობა ფესვს ყველგან იდგამს, – ამის შესახებ მწერალმა ნინო ხარატიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ტირანული სისტემის ბოლო საკუთარი შვილების ჭამაა.
„არ ვიცი, როგორ შეიძლება ამ მოცემულობაში არაფერმა შეგაწუხოს, არ გაგიჩნდეს სოლიდარობის, თანაგანცდის სურვილი. ეს ადრე თუ გვიან ყველას შეეხება. მე აღარ მაქვს იმის ილუზია, რომ გარკვეულ ბაბლს ეხება. ეს უსამართლობა, აღვირახსნილობა, ძალადობა ფესვს ყველგან იდგამს.
მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ როდესაც მათთაც შეეხებათ, ქუჩაში მოუწევთ გამოსვლა. ტირანული სისტემის ბოლო ის არის, რომ საკუთარი შვილების ჭამას იწყებს. კრონოსის მაგალითი მომყავს, რომელიც შვილებსაც აღარ ინდობს. იმედია, ეს არ მოხდება, აქამდე არ მივა“, – განაცხადა ნინო ხარატიშვილმა.