LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ ვუნდოდი ჩემ დედამთილს… სრულიად საქართველო ურეკავდა ეს გოგო სახლში არ შეუშვაო“ – ხატია სიჭინავა

833
ხატია სიჭინავა რამაზ ნოზაძე

ხატია სიჭინავა გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც განაცხადა, რომ „დედამთილს რძლად არ უნდოდა“. 

მისივე განცხადებით, მას შემდეგ რაც რამაზზე დაქორწინდა, მაქსიმალურად ეცადა, რომ მათ შორის ხიდი აეშენებინა, რაც საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდა. 

„მე არ ვუნდოდი ჩემს დედამთილს. ძალიან სერიოზული დაძაბულობა იყო იმიტომ, რომ ჩემი დედამთილი წინა თაობის წარმომადგენელია. მე მაგ დროს ტელევიზიაში ვმუშაობდი და სრულიად საქართველო ურეკავდა, რომ „ეს გოგო სახლში არ შეუშვაო“ და იცი რა, ეს „ენები“ მაინც მოქმედებს… ჩვენზე მოქმედებს, არათუ ჩვენს წინა თაობაზე. იკლავდა თავს არ მინდაო და ამ შემთხვევაში, ჩემმა ქმარმა გააკეთა იმ დროს არჩევანი და ჩვენ შევქმენით ოჯახი. ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად ჩემი ქმრის იყო, რომ უნდა აერჩია ან იქით ან აქეთ… 

მაგრამ, მერე უკვე ხიდის აშენება მე დავიწყე. არ დავტოვე ასე ცივად. შემეძლო, რა თქმა უნდა, რომ დამეტოვებინა ასე გაქვავებული…

როცა სახლში შევედი პირველი წინადადება, რაც ჩემს დედამთილს ვუთხარი ის იყო რომ „თქვენ შემირიგდით და მიმიღეთ იმიტომ, რომ გიყვართ თქვენი შვილი და მეც მიგიღეთ, რადგან მიყვარს თქვენი შვილი“ – ერთი და იგივე მიზეზი გვაქვს და როგორი ხიდი აშენდება ჩვენს შორის ამას დრო გვანახებს მეთქი. 

დედას ვერ შეცვლის ვერცერთი ცოლი, მე ვერ შევძლებდი ჩემი ქმრისთვის მეყურებინა, რომ ჩემს გამო და იმ არჩევანის გამო, რაც ჩემს სასარგებლოდ გააკეთა, მის ცხოვრებაში „შავი ლაქა“ დარჩენილიყო. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადე, რომ ეს ხიდი ამეშენებინა და გადასარევი, „ლონდონის ხიდი“ ავაშენე“, – აცხადებს ხატია სიჭინავა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g