LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ასე შეძრული საქართველო მე არ მინახავს და არ უნახავს არავის…ხალხნო, ვერ დაგავიწყებთ ამ ბიჭს, სულ უნდა ვატრიალოთ აქ, ვიტიროთ“ – გარდაცვლილი გიორგი გურჩიანის ახლობლის ემოციური პოსტი

816
2025-02-02_23-42-55_448254

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა – გარდაიცვალა სვანეთში მცხოვრები ახალგაზრდა, გიორგი გურჩიანი.

„დღეს ეს სვანი ვაჟკაცი, გააცილა იმიერში, მთელმა სვანეთმა და საქართველომ…შენს ოჯახს ნუგეში და გამძლეობა მიმადლოს უფალმა“ – სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი ვრცელდება

სოციალურ ქსელში გიორგი გურჩიანზე პოსტს აქვეყნებს მისი ნათესავი, სალო გურჩიანი და გარდაცვლილ ახალგაზრდას ემოციურად ემშვიდობება:

„ჩვენო ანგელოზო, შენს გარდაცვალებას შეცდომა ჰქვია, ეს დღე უბრალოდ არ უნდა გათენებულიყო…

გურჩიანებო, თუ უნდა გავგიჟდეთ ახლა უნდა გავგიჟდეთ თქო, რომ ვთქვი, მხოლოდ ჩვენ არა სამყაროც გაგიჟდა, ასე შეძრული საქართველო მე არ მინახავს და არ უნახავს არავის….
სადაც კი გავდივარ, ყველგან მეკითხებიან, შენი ახლობელი იყო ის ლამაზი ბიჭი, რომ გარდაიცვალაო?…

ახლობელი არა, ის ჩემი იყო, ჩვენი ოჯახის წევრი, ჩემი ბავშვობა, ჩემი დიდი იმედი, სიყვარული და ჩვენი სიამაყე თენგო ბიძიას შვილი…

გიორგის ყველა აქებს, ამ დროს გული სიამაყით და ტკივილით ერთდროულად მევსება, ეს ვინ გვყავდი, ბიჭოოო…
და გავქვავდი!
ავადმყოფობის პერიოდში, რაც არ უნდა ცუდად ყოფილიყო მაინც მეკონტაქტებოდა, ,,სალო, მე ცოტა დრო დამჭირდება და მოვიხოდებიო”…ჩემს ამბავსაც გამომკითხავდა, ოქრო ხარო მეტყოდა…
ჩემი ძმაკაცი! ისგუ ნაცად სალო…კი, ,,მოიხოდა”, ვნახე კიდევაც, ძველებურად ლამაზი, თვალში საცემი მთასავით კაცი! ნუთუ მართლა თვალი გეცა….
ო, ღმერთო, ალალი იყოს……
ხალხნო, ვერ დაგავიწყებთ ამ ბიჭს, სულ უნდა ვატრიალოთ აქ, ეს ის ელემენტარულია რაც შეგვიძლია ჩვენ….
დიახ, უნდა ვიტიროთ!“, – წერს სალომე გურჩიანი.

„ჩვენი გიო გაგვიფრინდა! შენ აატირე სამყარო, შეძარი კაცობრიობა, ყველა ჭირისუფალი გახადე, მოღრიალე, ცრემლად დაღვრილი მამაშენის და გაქვავებული დედაშენის შემყურე ვინ არ გახდებოდა ჭირისუფალი… მწარედ ჩამოკრა გლოვის ზარმა, ჯერ გაგვაგიჟა და მერე გაგვაქვავა!“ – როგორ ემშვიდობებიან გარდაცვლილ გიორგი გურჩიანს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g