ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მიმართავს და აცხადებს, რომ აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდეს პოზიტიურად.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება ყოველდღიურად…ვთვლი, რომ აუცილებელია სააკაშვილის საკითხი გადაწყდეს პოზიტიურად. საქართველოს აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამისთვის სხვადასხვა პუნქტების შესრულებაა საჭირო”, – განაცხადა სვენ მიქსერმა.
ამავე თემაზე: