ანსამბლმა “ბასიანმა” და მისმა ხელმძღვანელმა, ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა, გიორგი დონაძემ, პირველად, ანსამბლის არსებობის ისტორიაში, მსმენელს, “ბასიანის” ოფიციალური გვერდიდან ლაივკონცერტი წარუდგინეს და ამ გადაწყვეტილებით შეურთდნენ კამპანიას “დარჩი სახლში“.
როგორც “ფეისბუქზე” აქვთ აღნიშნული, ეს კონცერტი ეძღვნებათ სამედიცინო პერსონალს, ხელისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღეებში განსაკუთრებულად და თავდაუზოგავად არის ჩართული კორონავირუსთან ბრძოლაში.