„საქართველოს ხმის“ კიდევ ერთი საინტერესო მონაწილეა აჩი ჯაიანი, 19 წლის ახალგაზრდა ბათუმიდან, რომლის ოჯახსაც კარგი მუსიკალური ტრადიციები აქვს. აჩის მამა, სულხან ჯაიანი ბათუმის ოპერის მომღერალია, თავად აჩიმ კი ქართული სიმღერის შესრულება სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ დაიწყო.
„საქართველოს ხმის“ მეორე ტურში მან გოგი ცაბაძის „თბილისში ხომ გვირილებიც მღერიან“ შეასრულა.
ჟიურიმ მისი ხმის ტემბრის გამო აჩი უკვე მონათლა, როგორც „ბათუმელი ბარი უაითი“.