ბერი ანდრიას დედა, თინათინი „ბერი ანდრიას ფონდის“ ობიექტივში ემოციურად საუბრობს.
მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ, პირველად შეეჯახა სიკვდილს.
„პირველი ბავშვი რომ გარდამეცვალა, მაშინ ძალიან ცუდად გავხდი. პირველი შეჯახება გარდაცვალებასთან, მამა ანდრიას შემდეგ. ბავშვი თვალებში მიყურებდა, ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. დედას მეძახდა და დღეს აღარ არის.. იმდენად ცუდად გავხდი, რომ მამა ანდრიას დროს ასე ვყოფილვარ. მან მე მომამზადა, დილის 11-ზე მითხრა, რომ გარდაიცვლებოდა და 5 საათზე გარდაიცვალა. მაშინ ვთქვი, ამ ბავშვს ამ ქვეყნად მოსვლაში დავეხმარე და ახლა უნდა გავუშვა მეთქი. უდიდესი ძალა ვიგრძენი და ჩუმად, მშვიდად მოხდა ყველაფერი. ის ბავშვებს ძალიან უყვარდათ და ამბობდნენ, არ არსებობს, მორჩებაო. არ მინდოდა მათი მოლოდინი გაცუდებულიყო, ისე ლამაზად და მშვიდად გადავასვენეთ მონასტერში, როგორც მას შეეფერებოდა“, – ამბობს ბერი ანდრიას დედა.
„ამ ჯვარს ჩვენ ერთად ვატარებთ, ბავშვებს ჩვენი იმედი აქვთ, ჩვენ კი თქვენი.
დაგვეხმარეთ, რათა დავეხმაროთ:
🟦 #GE73TB7171536080100002
🟧 #GE38BG0000000855311400
🟥⬛️ #GE88LB0115143636765001“, – ვკითხულობთ ტექსტში.