ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი მესამე შვილის მოლოდინშია. 39 კვირის ორსული ქეთი სოციალურ ქსელში აქტიურად უზიარებს სიახლეებს მიმდევრებს.
ამჯერად, მან გამომწერების კითხვებს უპასუხა. ქეთის გამომწერები პირველ რიგში დაინტერესდნენ, რა სახელი შეურჩია შვილს.
როგორც ირკვევა, ოჯახს ბავშვის სახელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
„ამ საკითხთან დაკავშირებით ოჯახში დიდი განხეთქილება მოხდა. რაც ბავშვებს მოსწონდათ უფროსებს არ მოგვწონდა და რა სახელიც უფროსებმა შევარჩიეთ, ბავშვებმა კატეგორიულად უარი თქვეს.
რამდენიმე ვერსია მაქვს. (ახლა არ ვიტყვი) რომ დავინახავ ბავშვს, არჩეული რამდენიმე ვერსიიდან მას დავარქმევ“, – ამბობს ქეთი.
მისი ინსტაგრამ სთორებიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ ორსულობისას 10 კილოგრამი მოიმატა და ბუნებრივ მშობიარობას გეგმავს.