LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბავშვობაში თაკო ძალიან მორცხვი იყო, ვჩაგრავდი ხოლმე…პირველი შვილი ვიყავი და მეტად გათამამებული” – რას ჰყვებიან თაკო და ნინი გაჩეჩილაძეები ერთმანეთზე

266
BeFunky-collage - 2023-02-21T233318.687

დები, მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე და მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე „ნინია ზვიადაძის რუბრიკაში ”სტუმრად ყავაზე ბავშვობას იხსენებენ და მხიარულ ისტორიებს ჰყვებიან.

როგორც ნინო საუბრობს, ბავშვობაში ძალიან ცელქი იყო და თაკოს ხანდახან ჩაგრავდა.

„თაკო ახლა შედარებით უფრო თამამია, ვიდრე ბავშვობაში. ადრე ძალიან მორცხვი და დამთმობი იყო. ეშინოდა, რომ ვინმეს, მაგალითად მე არ დამეჩაგრა, რადგან ვჩაგრავდი ხოლმე. პირველი შვილი ვარ და ალბათ უფრო მეტად ეგოისტი და გათამამებული ვიყავი. ალქაჯობაც მეხერხებოდა, სკოლაში ბიჭებს ვჩაგრავდი და ბავშვობიდან მებრძოლი ხასიათი მქონდა”, – საუბრობს ნინო გაჩეჩილაძე.

თაკო გაჩეჩილაძემ რუბრიკაში ბავშვობის სახალისო ისტორია გაიხსენა.

„მთელი ჩვენი ბავშვობა, ბორჯომს და კომპოზიტორთა სახლს უკავშირდება, სადაც ყოველ ზაფხულს ვისვენებდით. მახსოვს კიბეები იყო ჩამოსასვლელი. ნინოს ყოველთვის უნდოდა ბალერინობა, ერთხელაც ჩამოვდივართ კიბეებზე და ამბობს ბალეტის ილეთით უნდა ჩავსრიალდეო და წავიდა. მე კიბეებს წამოვედე და დავგორდი. დავეცი ძირს და დავარტყი ცხვირი. მითხრა, რომ რაღაც უცნაური მიმიკა გამეკეთებინა და კეხი არ მექნებოდა. მთელი კინოს მანძილზე მართლაც ასე ვიჯექი”, – იხსენებს  თაკო გაჩეჩილაძე.

„ჩემი პირველი სიხარული, ყველაზე დიდი ბედნიერება – გაბრიელა 4 წლის გახდა!“ – როგორ ულოცავს თაკო გაჩეჩილაძე ქალიშვილს დაბადების დღეს

ვიდეო: „დეკემბერი, დეკემბერი“ – ცნობილი სიმღერა ანრი ჯოხაძემ და თაკო გაჩეჩილაძემ გააცოცხლეს

ნინო გაჩეჩილაძე: „ქალები ხშირად ვწუწუნებთ სიბერის მოახლოებაზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ ყოველი ნაოჭი და ჭაღარა ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ სიცოცხლეს…“

რაც უფრო მეტი დავთმე, თუნდაც პირად ცხოვრებაში, მით მეტი შეცდომა დავუშვი, თითქოს ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მაგრამ ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გინდა – ნინო გაჩეჩილაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g