ნინო გაჩეჩილაძე „ინსტაგრამზე“ გამომწერებს მიმართავს და სიბერის შესახებ წერს:
„ქალები ხშირად ვწუწუნებთ სიბერის მოახლოებაზე, გაჩენილ ნაოჭებზე და ახალგაზრდული იერის დაკარგვაზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ სიბერის ყოველი გამოვლინება – თავისი ნაოჭებითა და თმაში შერეული ჭაღარა თმით ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ სიცოცხლეს, ვცოცხლობთ და მივყვებით დროის დინებას, დრო კი არ ჩერდება და „ბერდება” ჩვენთან ერთად… არ არსებობს არც ერთი ადამიანი, ვინც მუდამ 18 წლისა დარჩება, ყველა დაბერდება თავისი ასაკის შესაბამისად.
დაბერდე – ნიშნავს იცოცხლო დიდხანს, ნახო ბევრი რამ, აღმოაჩინო ბევრი სიახლე, იმოგზაურო უფრო მეტი და ა.შ… ბევრი სიკეთე ახლავს სიბერეს, ამიტომ ნუ ვიწუწუნებთ იმაზე, რომ ოდესღაც დავბერდებით, პირიქით: უნდა ვისურვოთ, რომ დავბერდეთ, რომ მივაღწიოთ სიბერის ასაკს, რადგან ცხოვრება მშვენიერია და უნდა ვეცადოთ, დავტკბეთ ყოველი ახალი დღით“.
რეალური, გაცნობიერებული ცხოვრება იწყება მხოლოდ 40 წლის შემდეგ – ნინო გაჩეჩილაძის ულამაზესი ფოტოსესია