LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც უფრო მეტი დავთმე, თუნდაც პირად ცხოვრებაში, მით მეტი შეცდომა დავუშვი, თითქოს ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მაგრამ ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გინდა – ნინო გაჩეჩილაძე

942
გაჩეჩილაძენინო

თითქოს ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მაგრამ გარშემო ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გინდა – ამბობს “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე “ბაიასთან” სტუმრობისას პირად ცხოვრებაზე საუბრისას.

“რაც უფრო მეტი დავთმე,თუნდაც პირად ცხოვრებაში, მით მეტი შეცდომა დავუშვი. ქალმა, როცა იცის რომ მართალია, პირველ რიგში საკუთარ თავთან, მერე სხვა ადამიანთან, არ უნდა წავიდეს დათმობაზე, თუნდაც იმიტომ, რომ სხვას ასიამოვნოს. თითქოს ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მაგრამ გარშემო ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გინდა”,

– ასე მცირე კომენტარით შემოიფარგლა და საკუთარ პირადის შესახებ მეტ დეტალზე არ უსაუბრია.

სოსოს მისვლა და ხელჩართული ჩხუბი დაბადების დღეზე – სცენა, რომელმაც მაქსიმე “გმირად” აქცია: “მთელი სეზონების უმაქნისობა ვაპატიე მაქსიმეს”

მსახიობმა თავის პერსონაჟზე – კატოზესა და ქალზე ძალადობაზეც ისაუბრა.

“ურთიერთობაში თუ არ არის ჰარმონია, მაშინ რა აზრი აქვს ამ ურთიერთობის გაგრძელებას, არ აქვს მნიშვნელობა პერსონაჟი იქნება თუ რეალური ადამიანი, ყველა შინაგანად უნდა მიხვდეს, მე არასწორ ადამიანთან ვარ ურთიერთობაში და სჯობს გავჩერდე, იმიტომ რომ მერე ამას მიჰყავს ადამიანები ზუსტად იმ შედეგებამდე, რა შედეგამდეც მივიდა კატო. ბოლოს გადასარჩენი გახდა. ძალადობის სცენის შემდეგ მომწერა რამდენიმე ქალმა, რომელმაც თავი დააღწია მოძალადე მამაკაცს. პირდაპირ კარი გავაღე და გავუძახე სახლიდანო – მე ტაში დავუკარი და ვუთხარი, ყოჩაღ, მე ვისურვებდი ბევრ ქალს მოებაძა თქვენთისთქო”, – ამბობს გაჩეჩილაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g