ქორწილში მოწვეულმა ოპერატორმა ბეირუთში მომხდარი აფეთქების მომენტის გადაღება შეძლო. აფეთქების დროს ის პატარძალს იღებდა.
ძლიერი აფეთქება ლიბანის დედაქალაქის პორტის სიახლოვეს 4 აგვისტოს, საღამო ხანს მოხდა. საქორწინო ცერემონიის ამსახველ კადრებში ყველაზე მძაფრი მომენტია დაფიქსირებული, რის გამოც ვიდეო ფაქტობრივად ვირუსულად იქცა.
ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ პოზირებს დედოფალი ყვავილებთან ერთად ქუჩაში. მოულოდნელად კამერა სტაბილიზაციას კარგავს და სრულიად სხვა მხარეს ბრუნდება. შემდეგ კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობენ სიძე–პატარძალი და მათი სტუმრები ტერიტორიის სწრაფად დატოვებას. საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ ბეირუთში მომხდარი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, 4 ათასამდე ადამიანი დაშავდა, 100–ზე მეტი კი გარდაიცვალა.