,,უღრან ტყეში”, კონცეპტArt-ის მიერ დაგეგმილი მუსიკალური დღეები დასასრულს მიუახლოვდა და რამდენიმე დღის წინ გია ყანჩელის მუსიკით დაიხურა. დიდი კომპოზიტორის ნაწარმოებები ახალგაზრდებმა შეასრულეს აუდიტორიის წინაშე.
კონცერტების შემდეგ after party-ზე არანაკლებ საინტერესო დუეტები შედგა. ერთ-ერთ მათგანს გაგიზიარებთ, სადაც ბექა გოჩიაშვილი და გიორგი გიგაშვილი გია ყანჩელის სიმღერას “ცვივა თოვლის ფანტელი” ასრულებენ.