LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბევრი მეზობელი გაგვიჩნდა,ზევიდან, ქვევიდან, მარცხნიდან – „გირჩის“ მორიგი ფეისბუქლაივი პარლამენტიდან

76
megrelishvili

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მორიგი ფაისბუქლაივი ჩართო.

ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტში მის უკან მსხდომს გაესაუბრა.

როგორც ირკვევა, ზუსტად მის უკან პარლამენტში დავით კირკიტაძე ზის:

ვახო:

“ჩემს უკან არის დეპუტატი რუსთავიდან, ბატონი დავით კირკიტაძე. რომელთანაც მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და მინდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შემოსვლა მივულოცო დათოს თამადობით“.

დავით კირკიტაძე:

„მადლობა ვახო, დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრ რამეს შევძლებთ“.

ვახო:

„და თან უკან დაცვა მყავს, თქვენი სახით“.

დათო:

„რა თქმა უნდა, ჩვენი იმედი ყოვეთვის უნდა გქონდეთ“.

ვახო:

„ხალხს მგონი არ სჯეროდა, რომ მართლა გელოდებოდით. მათ ეგონათ, რომ დაგცინოდით და თქვენც ასე გეგონათ. სინამდვილეში არ დაგცინოდით“.

დათო:

„ამაში მართლა გულწრფელად ვარ დარწმუნებული და შეგვიძლია, რომ ერთად ბევრი რამ კარგი გავაკეთოთ“.

 

პარლამენტში ვახტანგ მეგრელიშვილის გვერდით ალექსანდრე რაქვიაშვილი ზის.

ალექსანდრე რაქვიაშვილი:

„ბევრი მეზობელი გაგვიჩნდა, ზევიდან, ქვევიდან, მარცხნიდან. ძალიან საინტერესო ცხოვრება გველოდება. ადაპტაცია გვჭირდება, რომ შევეგუოთ ერთმანეთს“.

ვახო მეგრელიშვილი:

„იქითაც ხალხია. გამარჯობათ ხალხო…. არ გვიცინიან, მორიდებულები არიან“.

ალექსანდრე:

„ბევრს მართლა არ ვიცნობთ.  წარმოიდგინე, ეს შვიდი თვე ისე გავატარეთ, რომ რევოლუციისთვის ვემზადებოდით. დამალულები ვიყავით, არიან ხალხი, რომლებსაც ფიზიკურად სახეზეც არც ვიცნობ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g