„ოჯახი, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო და არის“ – ასე წარადგინა გადაცემა „პირველი სტუდიის“ წამყვანმა ეკა ჩხეიძემ განუმეორებელი ნინო სუხიშვილი.
ნინო სუხიშვილმა გადაცემაში მისი ცხოვრების შესახებ, აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა.
კითხვაზე, ისეთი ადამიანი თუ ყოფილა შენს ცხოვრებაში, რომელზეც იტყოდი, რომ ნეტა არ გამეცნო, ნინო სუხიშვილმა დადებითი პასუხი გასცა და თქვა, რომ ეს ადამიანი მისი პირველი მეუღლეა:
„დიახ არის, ჩემი პირველი მეუღლე, ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო და იმდენად მცირე პერიოდით, რომ მე თვითონაც დავიწყებული მაქვს, ეს იყო სხვა ცხოვრებაში, და თითქოს სხვისი თავგადასავალია და არა ჩემი, თითქოს სხვა პლანეტაზე მოხდა ეს ყველაფერი, აღარც მინდა გახსენება, ბევრმა არც იცის ეს ეპიზოდი ჩემი ბიოგრაფიიდან“ – ამბობს ნინო სუხიშვილი.
კითხვაზე ხარ თუ არა ბედნიერი ნინო სუხიშვილი პასუხობს:
„ბედნიერი ვარ, რადგან ვაკეთებ საქმეს რომელიც მიყვარს და ვაგრძელებ საქმეს, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად ბედნიერებაც“ – თქვა ნინო სუხიშვილმა.
ნინო სუხიშვილი პირველ მეუღლეზე"ეს თითქოს სხვა ცხოვრებაში იყო, თითქოს სხვისი თავგადასავალია, ისეთი დამოკიდებულება მაქვს" – ნინო სუხიშვილი პირველ მეუღლეზე გადაცემა სრულად 👇 https://www.youtube.com/watch?v=fa87rRPOPas
Posted by პირველი სტუდია • Pirveli Studia on ორშაბათი, 08 ივლისი, 2024