LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,ბოდიში, რი, ძალიან არასწორად მოვიქეცი“ – ემინემი რიანას ბოდიშს უხდის

137
eminem-rihanna

პოპ-ვარსკვლავი რიანა და რეპერი კრის ბრაუნი ერთმანეთს დიდი ხნის წინ, სკანდალურად დაშორდნენ. ამის მიზეზი ბრაუნის მხრიდან მომღერალზე ფიზიკური ძალადობა იყო. ეს ყველაფერი კი საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა. აღნიშნულ ფაქტს გასულ წელს ემინემი გამოეხმაურა და სკანდალური განცხადება გააკეთა. ის რიანაზე ფიზიკურ ძალადობას მხარს უჭერდა და კრის ბრაუნს თანადგომას უცხადებდა „რა თქმა უნდა, კრის ბრაუნის მხარეს ვარ, რიანას მეც ვცემდი“, – განაცხადა რეპერმა.

თუმცა, ახლა ყველაფერი შეიცვალა. როგორც ჩანს, ემინემმა ყველაფერი გააანალიზა და რიანასთვის ბოდიშის მოხდაც გადაწყვიტა. არტისტმა ახლახანს ალბომის Music To Be Murdered By მეორე ნაწილი გამოუშვა, ალბომში შესულ კომპოზიციაში Zeus ემინემი ბარბადოსელ მომღერალს  ბოდიშს უხდის.

„იმ ტრეკისთვის, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ბოდიში, რი, ძალიან არასწორად მოვიქეცი“, –  რეპავს ემინემი.

https://www.youtube.com/watch?v=Zs8CfIyIixM

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები