ნუკი კოშკელიშვილი თემურ ებიტაშვილის პოდკასტის „მძიმე წერტილის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც განვლილ რთულ პერიოდზე გვიყვება.
როგორც ტელეწამყვანი ამბობს, ტელევიზიიდან წამოსვლა და მისი გადაცემის დახურვა მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა.
„ჩემს ცხოვრებაში ფსკერი ბევრჯერ ყოფილა. ეს მართლაც ფსიქოლოგიური ტრავმა არის. პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ ტელევიზიაში ვმუშაობდი, ვიყავი ტელევიზიის წამყვანი და ბრახ, იცვლება უფროსობა, გაგდებენ. თითქოს მოსწონდი, მაგრამ მერე შეიცვალა ყველაფერი და გადაცემას გიხურავენ.
ადამიანადაც არ აღგიქვამენ და საშინელი შეგრძნებაა ეს ჰაერში ყოფნა. გაქვს ხელფასი, სამსახური და უცებ ფეხქვეშ მიწა გეცლება. ეს ფსკერი ძალიან კარგად მახსოვს“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.
