საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, საბავშვო მუსიკალური პროექტის „რანინას“ მე-8 სეზონმა აიღო სტარტი. უკვე მესამე ტურია, პროექტის კონკურსანტები ანსამბლ „შავნაბადასთან“ და „რანინას“ გასული ეპიზოდების მონაწილეებთან ერთად ასრულებენ სიმღერებს.
„რანინას“ გასული ეპიზოდი ქართულ ფოლკლორს მიეძღვნა. აღნიშნულ ტურში, ერთ-ერთმა მონაწილემ, ლაზარე კაპანაძემ „შავნაბადასთან“ ერთად რაჭული სახუმარო შეასრულა და ჟიურის წევრების და აუდიტორიის ოვაციები დაიმსახურა.
„საოცარი ბიჭი ხარ, ლაზარე“, „ეს რა ბიჭია, საოცარი, რა ხასიათში იმღერა, გავოცდი“, „სასწაულია! საუკეთესო შესრულება“, „ყოჩაღ ლაზარე, ყველა დედას შენისთანა შვილი ჰყავდეს“, „ყოჩაღ ლაზარე, ურთულესი სიმღერა საოცრად შეასრულა“,