LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბრედ პიტმა ვიზაჟისტს სახლი გაურემონტა და ემოციისგან ცრემლები ვერ შეიკავა

339
brad-newsss9789

ბრედ პიტმა მონაწილეობა მიიღო დრუ და ჯონათან სკოტების შოუში Celebrity IOU. შოუ A კლასის ვარსკვლავებზეა, რომლებიც რემონტს იმ ადამიანებს უკეთებენ, რომლებიც თავის დროზე მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარნენ. ასეთი აღმოჩნდა ბრედ პიტის ვიზაჟისტი ჯინ ბლეკი. ეს უკანასკნელი გახლდათ ბრედ პიტის ვიზაჟისტი, როდესაც მსახიობი ფილმზე „შემოდგომის ლეგენდები“ მუშაობდა.

 

სანამ ჯინ ბლეკი ქალაქში საყიდლებზე იყო გასული, ბრედ პიტი მის ავტოფარეხში გაემგზავრა და შოუს შემქმნელებთან ერთად ნამდვილი სასწაული მოახდინა. 56 წლის მსახიობმა სახლის გადაკეთებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო და საკუთარ თავზე ყველზე რთული საქმეები აიღო. ყველაზე ემოციური ჯინის სახლში დაბრუნების მომენტი გამოდგა. კიდევ უფრო ემოციური იყო ბრედ პიტის რეაქცია, რომელიც თავის ყოფილ ვიზაჟისტთან ერთად ატირდა.

 

View this post on Instagram

 

Look who’s coming to Celebrity IOU! Don’t miss Brad Pitt on tomorrow night’s episode of #CelebIOU at 9|8c.

A post shared by HGTV (@hgtv) on

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g