კალაჰარის უდაბნოში ყველაზე სწრაფი ავტომობილის ცდები დაიწყო. ბრიტანელების მიერ შექმნილი Bloodhound LSR მოძრაობაში 135 ათასი ცხენის ძალის მქონე ძრავს მოყავს და მისი უჩვეულო სისწრაფეც სწორედ ამ ფაქტით აიხსნება.
პროექტის ავტორები გეგმავენ რომ 2020 წლისთვის მსოფლიოს აბსოლიტური რეკორდი გააუმჯობესონ და 1287 კმ/სთ განავითარონ. თუმცა, საოცნებო ციფრამდე ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა და ამჯერად პილოტმა 537 კმ/სთ-მდე გახურება შეძლო. 80-დან 480 კმ/სთ-მდე აჩქარებს მხოლოდ 13 წამი დასჭირდა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ცდები არამხოლოდ სიჩქარეს, არამედ აეროდინამიკურ შესაძლებლობებს უფრო ეხება და იმას, თუ რამდენად სტაბილურია ავტომობილი გზაზე გადაადგილების დროს.
ბრიტანელების ქმნილებას უცნაური ფორმა აქვს და მისი სიგრძე 13,5 მეტრია. ის Rolls-Royce Ej200-ის რეაქტიული ძრავითაა აღჭურვილი და აგრეგატი ელექტრო ძრავთან ერთად მუშაობს.