LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბრიტანეთში მოპარული მანქანების ნაწილებისგან აწყობილი BMW M3 გაანადგურეს

91
bmwm3

ბრიტანელმა პოლიციელებმა ღია მწვანე ფერის უნივერსალი BMW M3 Touring გაანადგურეს. მიუხედავად საკმაოდ ავთენტური ვიზუალისა, ავტომობილი სხვადასხვა დროს მოპარული ოთხი M3–ისგან აღმოჩნდა აწყობილი. თავად BMW აღნიშნულ მოდელს მხოლოდ სედანის და კუპეს სახით უშვებს, უნივერსალი კი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგაა დაანონსებული. ჩამორთმეული „ხუთკარიანის“ მფლობელმა გადაწყვიტა ეს წლები არ ეცადა და მოპარული ავტომობილების დეტალებით მანქანა თავისი ხელით ააწყო.

პოლიციელებმა ავტომობილის ნომრის შემოწმებისთანავე რაღაც იეჭვეს. გაირკვა რომ ნომერი დიზელის BMW 3-series მოდელზე იყო რეგისტრირებული, არადა მათ მიერ გაჩერებული მოდელი ბენზინის ძრავა M3–ით იყო აღჭურვილი. დამატებითი შემოწმების შემდეგ კი დადგინდა, რომ უნივერსალი მინიმუმ 4 ავტომობილისგან იყო აწყობილი და მათგან ორი ძებნაში იყო.

მოპარული მანქანებიდან პირველი 2018 წელს გაიტაცეს, ხოლო მეორე 2019 წელს პირდაპირ ავტოსალონიდან წაიყვანეს.

სამართალდამცავთა ინფორმაციით, ხელნაკეთი მანქანა ვიზუალურად ცუდად არ გამოიყურებოდა, თუმცა ლამაზი ძარის შიგნით არასანდო კონსტრუქცია იმალებოდა, რაც საფრთხეს არამხოლოდ მის მფლობელს, არამედ გარშემომყოფებსაც უქმნიდა. სწორედ ამიტომ, საშიში BMW უტილიზაციისთვის გაგზავნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g