ბერი ანდრიას ფონდს ქართველი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების წევრი, ბუდუ ზივზივაძე სტუმრობდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი ავრცელებს.
კადრებში ჩანს, რომ ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი ფონდის ბენეფიციარებს მეუღლესთან და შვილთან, უსაყვარლეს შაისთან ერთად ესტუმრა:
„გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ნაკრების შემტევს, ყველასთვის საყვარელ, „სახალხო ფეხბურთელს“, ბუდუ ზივზივაძეს ფონდის ბედნიერ სახლში სტუმრობისთვისა და ბავშვების გახარებისთვის!
მისი ვიზიტი სიყვარულის, იმედისა და ერთიანობის დღესასწაული იყო!
ბავშვებმა მიიღეს არა მხოლოდ საჩუქრები, არამედ მოტივაცია და სიძლიერის მაგალითი.
ბუდუ, შენ ხარ პირველი ფეხბურთელი, რომელმაც „ბედნიერი სახლის“ კარი შემოაღე და თითოეულ ჩვენგანს ბედნიერი საღამო გვაჩუქე!
უამრავი გამარჯვება შენ, მეგობარო!“, – წერს ბერი ანდრიას ფონდი.