მომღერალი სოფო ბედია გადაცემას „გვაჩვენე შენი ხმა“ სტუმრობდა, სადაც მომღერალ დათო კენჭიაშვილთან ერთად ექსპრომტად, ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის, ჯანსუღ კახიძის სიმღერა „მუხამბაზი“ შეასრულა.
არაჩვეულებრივმა შესრულებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
„Dato Kenchiashvili ♥️ ექსპრომტად შესრულებული, გენიალური ჯ. კახიძის „ნათლია“, – წერს სოფო ბედია.
„ბრავო! სასწაულად ასრულებთ დუეტში“, „ბრავო!! ესე ლამაზად შესრულებული ჯერ არ მომისმენია !!♥️♥️“, „ძალიან მაგარია ♥️♥️♥️ ჩემი საყვარელი სიმღერა, თქვენი შესრულებით მითუმეტეს ♥️♥️♥️☀️☀️☀️“, „ბულბულის ხმები✨️✨️✨️✨️✨️✨️“, – წერენ კომენტარებში.