ცნობილმა ჰოლივუდურმა წყვილმა, ეშტონ კუტჩერმა და მილა კუნისმა ახლახან ქორწინების 10 წლის იუბილე აღნიშნეს. ზოგადად, ისინი საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდებიან ხოლმე, თუმცა შაბათს მათ გამონაკლისი დაუშვეს.
ისინი ლას-ვეგასში, Backstreet Boys-ის კონცერტზე ენერგიულად ცეკვისა და მხურვალე ხვევნა-კოცნის დროს გადაიღეს.
ჯგუფის საკულტო სიმღერის, I Want It That Way ფონზე 47 წლის ეშტონი და 41 წლის მილა ნამდვილი თინეიჯერებივით იქცეოდნენ და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ ურთიერთობაში გარკვეულია პრობლემები ჰქონდათ, თუმცა, როგორც ვხედავთ, ისინი ერთად შესანიშნავად გრძნობენ თავს.
ფოტო: პაემანი ქუჩაში – ეშტონ კატჩერმა და მილა კუნისმა ლოს-ანჯელესის ქუჩებში იხეტიალეს



