12 სექტემბერს გიორგი გასვიანის ვაჟი, გალა გასვიანი მოინათლა.
ნათლობა კავთისხევში, ღია ცის ქვეშ შედგა.
ნათლიებს შორის არაერთი ცნობილი სახეა. მათ შორის ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, რუსკა ქარქაშაძე, თათული ედიშერაშვილი.
სოციალურ ქსელში ამ დრომდე პატარა გალას ნათლობიდან არაერთი ფოტო, თუ ვიდეო გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ გადაცემა “სიკეთე მარტივია” საკუთარ ეთერს გალას ნათლობას დაუთმობს.
როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, მაყურებელს ცნობილი პატარას ნათლობიდან კიდევ არაერთი სასიამოვნო კადრის ნახვა ელის.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ გიორგი გასვიანი საზოგადოებას მეუღლის, მარიტა მელიქიშვილის მშობლებს პირველად წარუდგენს.
“ჩემი ახალგაზრდა სიდედრი და სიმამრი,” – აღნიშნავს ცნობილი წამყვანი.
ფოტო/ვიდეო: პატარა გალა მოინათლა, ამ დღის აღსანიშნავად მშობლებმა წვეულება ღია ცის ქვეშ გამართეს