LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემი ცოლის და შვილის გამო ყველაფერს გავაკეთებ.. ნამდვილი სიყვარული, ალბათ, ერთხელ მეწვია ბავშვობაში და ახლა ჩემი ცოლია“ – გიორგი ცხადაძის „მეგობრობის დღიური“

342
Untitled design (14)

მომღერალმა და მსახიობმა, გიორგი ცხადაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „მეგობრობის დღიური“ კითხვებს უპასუხა:

„ჩემი სიმპათია ეკუთვნის ადამიანს რომელიც არის გულწრფელი, ყველაზე მეტად არ მიყვარს მატყუარა ადამიანები.

მთელი ცხოვრება ვოცნებობდი იმაზე, რომ დედამიწას ვნახავდი შორიდან, შესაბამისად მინდოდა კოსმოსში გაფრენა..

ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ტრაქტორისტი.

ჩემი იდეალი არის მშობლები მამაჩემი, მან ძალიან ბევრი გააკეთა ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის.. 

კითხვაზე მზად ხარ თუ არა ვინმეს გამო შეიცვალო ცხადაზე ამბობს:

კი ეს არის ჩემი ცოლი და ჩემი შვილი, მათ გამო ყველაფერს გავაკეთებ მათ შორის თუ ცვლილება იქნება საჭირო.. 

ნამდვილი სიყვარული ალბათ ერთხელ მეწვია და ისიც ბავშვობაში და ახლა ჩემი ცოლია,“ – ამბობს ცხადაძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g