მეექვსე დღეა, საქართველოს დასავლეთ რეგიონებში მოსახლეობა დიდთოვლობას ებრძვის. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიაში, სადაც სტიქიამ მრავალი ადამიანი დააზარა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება უამრავი ვიდეო, თუ როგორ ცდილობენ მოქალაქეები დათოვლილი ბილიკების გაკვალვას, გზების თოვლისგან გაწმენდას და სახლების გადათოვლას.
დღეს ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელიც გურიაშია გადაღებული – მამაკაცი სახლის გადათოვლის პროცესში გურულ სიმღერას ასრულებს.
აღნიშნულ კადრებს სოციალურ ქსელში ეხმიანება მომღერალი ლაშა ღლონტი და წერს:
„ჩემი გენიოსი გურულები. აჩვენეთ ეს მსოფლიოს!!! აჩვენეთ!!!! გენიოსი. უფალმა გადმოხედოს ყველა დაზარალებულს“.
თოვლი გურიაში„გურული სიმღერაა მისთვის ყველაფერი❤️🤗" ვიდეო: ლალი სამაყაშვილი #fortunage
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025
ჩემი გენიოსი გურულები❤️❤️❤️❤️❤️აჩვენეთ ეს მსოფლიოს!!! აჩვენეეეთ!!!! გენიოსი❤️❤️❤️ უფალმა გადმოხედოს ყველა დაზარალებულს❤️❤️❤️❤️
Posted by Lasha Glonti on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025