ნიკოლოზ წულუკიძე გადაცემის „ყავა ბათუმურად” სტუმარია, რომლის ეთერშიც პროფესიული და ცხოვრებისეული მიდგომების შესახებ საუბრობს.
„ჩემი მთავარი შეცდომა არის ბევრი პასუხისმგებლობის ჩემ თავზე აღება და მაინც ვერ სწავლა არა-სი. უამრავი შემოთავაზება მაქვს და ვერ ვეუბნები უარს, მერე სწყინთ. მერე ვნერვიულობ ხოლმე და შეიძლება ღამეც გავათენო.
არავითარი შემოსავალი არ ღირს იმას, რომ გათელო შენი ჯანმრთელობა. უფრო ცუდია, როდესაც უარს არ ამბობ, მაგრამ ვერ აკეთებ“, – ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.