ცნობილი ექიმები კატეგორიულად მოუწოდებენ არასრულწლოვანი ბავშვების მშობლებს, არ გაუკეთონ შვილებს ცნობილი გასახდომი ეფექტის მქონე პრეპარატი „ოზემპიკი“.
მედიკოსები ამბობენ, რომ მსოფლიო მასშტაბით, ამ ინექციის გამოყენება გარდა სრულწლოვანებისა, მოზარდებშიც უკონტროლოდ მიმდინარეობს, რაც ძალიან სახიფათო ტენდენციაა.
„არ გაუკეთოთ თვითნებურად ჭარბი წონის მოზარდებს „ოზემპიკი!“ – ცნობილი ექიმის, ინგა მამუჩიშვილის გაფრთხილება მშობლებს
მედიკოსმა სოციალურ ქსელში მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, თეონა კონტრიძე კურიერი • P.S – თან ამბობს, რომ 14 წლის შვილს „ოზემპიკის“ ინექცია ექიმის დანიშნულებით გაუკეთა, თუმცა ახლა ყველას მოუწოდებს, მისი შეცდომა არ გაიმეორონ:
„ჩემი ოჯახი ამ პრეპარატის მსხვერპლია, ამიტომ „ოზემპიკის“ პანაცეობაზე არავინ მელაპარაკოს, აბსოლუტური ჯოჯოხეთია…
როდესაც ბავშვმა ნერვიულ ნიადაგზე წონის აკრეფა დაიწყო, ენდოკრინოლოგმა დაუნიშნა „ოზემპიკი“…
შეექმნა პრობლემები კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით, ამას დაემატა ისეთი დეპრესია, იყო დათრგუნული, ჩემი ციმციმა გოგო ტიროდა, ფაქტობრივად არც გამოდიოდა ოთახიდან.
დაიკლო სწრაფად 28 კილო, რადგან ფაქტობრივად საერთოდ არ ჭამდა, მაგრამ როგორც კი დაანება თავი, უკან 33 კილო დაუბრუნდა“, – ამბობს მომღერალი.
"ოზემპიკი" – გახდომის საშუალებად ქცეული დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი. სიმსივნური დაავადების მაღალი რისკი და კურიერი P.S-ის ექსპერიმენტი.
Posted by კურიერი • P.S on კვირა, 06 აპრილი, 2025