LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემი შვილი სცენაზე დაეცა და ექიმთან რომ მივიყვანე, მითხრა, რომ მას ხელის ამპუტაცია სჭირდებოდა…“ – ინგა ბერაძე „იმედს“ უყვება, რამ მიიყვანა ტაძარში

408
ინგა ბერაძე

მომღერალი ინგა ბერაძე „იმედზე“, გია ჯაჯანიძის შოუში „სხვა რაკურსი“ ჰყვება შვილის, გიგი გეგელაშვილის შესახებ ამბავს, რომელმაც ის მოგვიანებით, ტაძრამდე მიიყვანა:

„გვქონდა საახალწლო გადაღება და გიგიმ კაბელს გამოჰკრა ფეხი, წაიქცა სცენაზე. 4 წლის იყო. ხელი მოიტეხა. გავაქანეთ, რა თქმა უნდა, კლინიკაში. ძალიან ცნობილმა ტრავმატოლოგმა გასინჯა და თქვა, რომ ამ ბიჭს ძალიან ცუდი რამ აქვს ხელში და სასწრაფო ოპერაცია, ამპუტაცია სჭირდებაო. წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა, მე და დედა ვიყავით, ჩემი მეუღლე მაშინ საქართველოში არ იყო. ბევრი რამ დასჭირდა, მაგრამ რის ამპუტაცია, რა ამპუტაცია… ძვლის კისტა დაინახეს, არანაირი ოპერაცია არ დასჭირვებია და კი არის საღ-სალამათი ბიჭი. ამის შემდეგ დავიწყე გალობა. ისეთი გარდატეხა მოხდა, უფალმა მიმიყვანა ტაძარში. რაც ახლა ძალიან მიყვარს და სულით და გულით ვემსახურები, ეს არის გალობა. სწორედ მას შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი, დავფიქრდი და ბევრ რამეზე ამეხილა თვალი. უფლის მადლიერი ვართ მთელი ოჯახი, რომ გადაგვირჩინა შვილი და ამ გზაზე დამაყენა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g