LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი ბავშვობა ასე გავატარე – მამა მენატრებოდა. ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ ვიფიქრებდი, რომ ამდენი ხანი მომიწევდა სამშობლოს დატოვება“ – გოჩა აბულაძის ოთხი წელი ემიგრაციაში

621
გოჩა აბულაძე

მომღერალი გოჩა აბულაძე, რომელიც უკვე ოთხი წელია ამერიკაში, ემიგრანტად ცხოვრობს, NATIATALKS- ობიექტივში მოხვდა. ის შვილის მონატრებაზე საუბრობს.

„ახლა, როცა ნიკო იქით არის, ჩემი პატარა კაცი, მესინჯერით ვერთვები… რა უნდა გავაკეთო მესენჯერით… ამიტომ ახალი წელი ჩემთვის სევდა უფროა, ვიდრე სასწაული დღე“, – ამბობს გოჩა აბულაძე.

მისი თქმით, ყველაზე დიდი ტკივილია, როდესაც ვერ შეეხები შენს ყველაზე ძვირფას ადამიანს, რომელიც ღმერთმა გაჩუქა. „მთელი ბავშვობა ასე გავატარე – მამა მენატრებოდა. ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ ვიფიქრებდი, რომ ამდენი ხანი მომიწევდა სამშობლოს დატოვება“, – დასძენს მომღერალი.

ვიდეოში NATIATALKS-მა ასევე გადაიღო გოჩა აბულაძის შვილი, ნიკო. პატარამ პოდკასტის წამყვანს წერილს გადასცა, რომელშიც თავისი ხელის ანაბეჭდია ასახული. გოჩა აბულაძისთვის წერილი განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა: „ჩემი სიყვარული, ბათურა, რამხელა ხელები გაქვს“, – თქვა გოჩა აბულაძემ და შვილის წერილს აკოცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g