LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო – მინდა ეს უკრაინული საჩურჩულო ნანა, ბავშვებს რაკეტების და ბომბების ხმაურს უმსუბუქებდეს: გოჩა აბულაძის იავნანა უკრაინელ ბავშვებს

172
Capture21231

ამერიკაში მოღვაწე ოპერის მომღერალი გოჩა აბულაძე უკრაინელ ბავშვებს, უკრაინულ იავნანას უმღერის. როგორც გოჩა აბულაძე სოციალურ ქსელში წერს, სიმღერა ეძღვნება ყველა პატარა ანგელოზს, რომელიც რუსეთის საშინელმა და უსამართლო სისასტიკემ იმსხვერპლა.

იავნანას სახელწოდებით „სიზმრები ფანჯრებთან დადიან“, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ეს სიმღერა ეძღვნება ყველა პატარა ანგელოზს, რომელიც რუსეთის საშინელმა და უსამართლო სისასტიკემ იმსხვერპლა. ბავშვებს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსული ბოროტების საფრთხის ქვეშ არიან, მინდა ეს უკრაინული საჩურჩულო ნანა, რაკეტების და ბომბების ხმაურს უმსუბუქებდეს!

დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!

დიდება ყველა ადამიანს, რომელიც თავისუფლებისთვის ცოცხლობს!

რაც უფრო მეტს გავაზიარებთ, მით უფრო ჩავახშობთ ღრუსული ნაკურთხი ბომბების ხმას” – წერს აბულაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები