თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 9 წლის დათი ქოქრაშვილის დედა სოციალურ ქსელში აქვეყნებს კადრებს, სადაც დათის რეაბილიტაცია არის ასახული.
„ჩემი უძლიერესი…ვერ წარმოიდგენთ რა ტკივილების ხარჯზე შეძლო აქამდე მოსვლა…ღვთის შეწევნით”, – წერს ქრისტინე მამუკაშვილი.
კომენტარებში დადებით სიტყვებს შეხვდებით: „დათის ჰყავს საუკეთესო მშობლები… თვითონ ხომ უძლიერესი ბიჭია, მაგრამ თქვენი – მშობლების ერთიანობის, სიყვარულის და მხარდაჭერის დამსახურებაა დათის ამჟამინდელი კარგად ყოფნა”.
ვიდეო: დათი ქოქრაშვილი მეგობრებთან ერთად კალათბურთს თამაშობს