შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია.
როგორც დათის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი საუბრობს, იმედი არასდროს დაუკარგავს და მუდამ კარგზე ფიქრობდა.
„არცერთი წამით იმედი არ დამიკარგავს, სულ მჯეროდა რომ ღმერთი არ გამწირავდა. დარწმუნებული ვარ რომ დათიკო სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრებს და ყველაფერი კარგად იქნება. ხელოვნური კომიდან გამოსვლის შემდეგ, 10 დღის მანძილზე ნამდვილი ჯოჯოხეთი გავიარეთ.
ერთი წამითაც ვერ ვტოვებდით. ბევრი მილები ჰქონდა და ყველაფერს იგლეჯდა. აგრესიული იყო, ჩხუბობდა და ვცდილობდით აგვეხსნა. მადლობა უფალს ამ ყველაფერმაც ჩაიარა”, – საუბრობს დათის დედა.
ვიდეო: „უხარია რომ დაბრუნდა საქართველოში, ეს არის მთავარი“ – დათი ქოქრაშვილი სამშობლოში დაბრუნდა