LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემს ცხოვრებაში სრული უძრაობაა, ვზივარ სახლში, ტყეში..საერთოდ არსად არ დავდივარ.. ახლა არის დედის ეტაპი, დავიღალე, მართლა დავიღალე“ – მაკა ჩიჩუა

596
BeFunky-collage (2)

მაკა ჩიჩუა „სხვა ნანუკას“ სტუმრობდა.

მაკამ გადაცემაში ცხოვრების მიმდინარე ეტაპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჯერად სრულად ბავშვებზეა გადართული.

„ჩემს ცხოვრებაში სრული უძრაობაა….ვზივარ სახლში, ტყეში. საერთოდ არსად არ დავდივარ. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, რომ ჩამოვედი.

ვზივარ სახლში იმიტომ, რომ მყავს ორი ცალი პატარა ბავშვი და ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვენ. ერთიც და მეორეც. ახლა მაქსიმალურად ვჭირდები მათ.

ძალიან დავიღალე, მართლა დავიღალე. მაგრამ ყველა დედის ხვედრი ესაა.

იქ იმდენი სასიამოვნო მომენტია..უყურებ როგორ ვითარდებიან, რა ახალ ფრაზებს და ნააზრევს ამბობენ, თან უნდათ რომ შენ გაგიზიარონ.

რადგან ჩემი პროფესია უფრო განმარტოვების პროფესიაა, არ ვარ გუნდური მოთამაშე, მინდა ხოლმე უფრო მეტად განმარტოვება, მაგრამ ვინ გაცდის?“ – აღნიშნა მაკამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები