LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემს მეუღლეს ფეთქებადი ხასიათი აქვს, ხელოვანს რომ აქვს „პიანო“ და “პიანისიმო“, ეს არ აქვს“ – თამარ ივერი

187
თამარ ივერი

გადაცემა „პირველ სტუდიას“ ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი სტუმრობდა.

მომღერალმა გადაცემის წამყვანთან გულწრფელად ისაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე – ბავშვობაზე, დედაზე, მეუღლესა და კარიერაზე. როგორც თამარ ივერმა აღნიშნა, მის მეუღლეს ფეთქებადი ხასიათი აქვს:

„ასე მიმაჩნდა, იმისთვის, რომ ქმარმა ხელი შეგიწყოს, მას უნდა ესმოდეს შენი პროფესია, თავადაც უნდა მღეროდეს, ან ხელოვნებაში იყოს, მაგრამ შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს არის ადამიანის ხასიათი.

შეიძლება ადამიანი იყოს ზეინკალი, ექიმი, ან იურისტი, მაგრამ მას ხასიათში ჰქონდეს მეუღლის ხელშეწყობა, სულ რომ არ იცნობდეს მის პროფესიას.

რა თქმა უნდა, სირთულეებიც გვაქვს, იმიტომ, რომ ფეთქებადი ხასიათი აქვს, ხელოვან კაცს რომ აქვს მოთმინება, „პიანო“, “პიანისიმო“, ეს არ აქვს. ძალიან ქართული ბუნების, ტრადიციული და სულისკვეთების მქონე ადამიანია“, – ამბობს თამარ ივერი.

„მეუღლემ ამიკრძალა, ნუღარ წერ მწარე მწარე რაღაცებსო.. რამდენჯერმე მასაც პრობლემები შეექმნა ჩემი პირდაპირობის გამო“ – თამარ ივერი

"ჩემს მეუღლეს ფეთქებადი ხასიათი აქვს" – თამარ ივერი

"ჩემს მეუღლეს ფეთქებადი ხასიათი აქვს. ხელოვანს რომ აქვს "პიანო" და "პიანისიმო" ეგ არა აქვს" – თამარ ივერი გადაცემა სრულად 👇 https://www.youtube.com/watch?v=9ai-dsJfCfQ

Posted by პირველი სტუდია • Pirveli Studia on სამშაბათი, 16 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g